ძვირფასო სტუდენტებო,
იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ მაგისტრატურის საფეხურზე წარმატებით ჩარიცხვას!
სამაგისტრო პროგრამების სამართალი; საერთაშორისო სამართალი; მიგრაციის მართვა, მაგიტრანტობის კანდიტადებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს - 20, 21 და 23 სექტემბერი, 2024 წ.
20 სექტემბერი 10:00-17:00 .
21 სექტემბერი 10:00-17:00 .
23 სექტემბერი 10:00-12:00 .
თსუ II აკადემიური კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ბრძანების N: 207/01-01
ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
გ) ბაკალავრის დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე - აუცილებელია ცნობის დედანი);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).